6.8 C
Tbilisi

Author: qeto qeto

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა – მმართველი პარტია შეხვედრას მესტიაში მართავს

"ქართული ოცნება" "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვას განაგრძობს. შეხვედრა ამჯერად მესტიაში იმართება. მმართველი გუნდის ლიდერები შეკრებილებს საკუთარი წინადადების დეტალებს...

მანჯგალაძე – 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“

კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს არა საქართველოს ინტერესების დაცვას, არამედ საქართველოს ქართველებისგან დაცლის მხარდაჭერას და ყველაზე მთავარი, ყველამ იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა...

სამადაშვილი – სენატორების წერილი განგაშის ზარია

ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა – ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები...

რუსეთმა უკრაინის 3 ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ცნობით, რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე...

გიტანას ნაუსედა – საქართველო შორდება ევროპულ იდეალებს

საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას...

მკვლელობა გარდაბანში –  2 პირს 20-20 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების...

ნინო წულაძემ “ოცნების” დეპუტატებს ხახვი და კარტოფილი მიუტანა

ხახვი და კარტოფილი "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის - ამ ფორმით გააპროტესტა დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ხალხისთვის“ ნინო წულაძემ სხდომაზე ხელისუფლების დაანონსებული "რუსული მარშის" გამართვა. ხმაურის და დაპირსპირების...

ნატალი საბანაძე – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს

საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩევლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის გაფრთხილებაა და პირველი შედეგი, რაც შესაძლოა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“...

ჯაბა ნათენაძე – ვტოვებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო

ჯაბა ნათენაძე რუსულ კანონს აპროტესტებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს. "დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი წერს, რომ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს,...

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული...

ჩუბინაშვილის ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო შარშანდლის მსგავსად, „ქართულ ოცნებას” მისი გაწვევისკენ...

Recent articles

spot_img