Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოავსტრალიის მთავრობამ რუსეთს და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

ავსტრალიის მთავრობამ რუსეთს და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

ავსტრალიის მთავრობამ რუსი პროპაგანდისტებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ამართლებენ და ამ უკანონო შეჭრის მხარდამჭერი პოლიტიკოსების, თუ უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგაც , ახალი სანქციები დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. „ჩვენ შევიყვანეთ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის არიან რუსული მედია ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან,“- აცხადებენ ავსტრალიის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სანქცირებულ ორგანიზაციებსა და პირებს შორის არის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც აღწერილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია. „ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მხარს უჭერენ, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სანქციები სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელ ორ ბელარუსულ კომპანიასაც დაუწესდა.

„ორივე კომპანია აღჭურვილობას აწარმოებს, რომელსაც ბელარუსის შეიარაღებული ძალები იყენებენ, რომელიც, თავის მხრივ. მნიშვნელოვან სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ძალებს.“- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში.

სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან: რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ბოგდანოვსკი და უკრაინის პარლამენტის ყოფილი პრორუსი წევრი, ილია კივა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ავსტრალიამ, საერთო ჯამში, სანქციები დაუწესა 827 ფიზიკურ პირს და 62 ორგანიზაციას.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები