Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარირეგიონიახალქალაქში 36 წლის კაცის დაჭრისთვის დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

ახალქალაქში 36 წლის კაცის დაჭრისთვის დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

ახალქალაქის სასამართლოში, 36 წლის კაცის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატი, პაატა მანველიშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„დაკავებული ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. იარაღის უკანონო ტარებას ვეთანხმებით, რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, ამ მოქმედების სამართლებრივ შეფასებას არ ვეთანხმებით. მან თავდაცვის მიზნით გაისროლა. ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ ვაპირებთ“, – აცხადებს პაატა მანველიშვილი.

ჩხუბი ახალქალაქის ცენტრში 9 მაისის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედაგად ერთი პირი მძიმედ დაიჭრა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

დაჭრას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. როგორც პაატა მანველიშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. იარაღიდან კი თავდაცვის მიზნით ისროლა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან ბევრი დაზიანებები აქვს. 9 მაისს შელაპარაკება მოხდა და პირთა ჯგუფმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან თავის გადარჩენის მიზნით რამდენჯერმა გაისროლა, ოღონდ არა მიზანმიმართულად და დამიზნებულად. ამ საქმეში დაზარალებული თავდამსხმელია, დანარჩენების ვინაობას გამოძიება დაადგენს”, – აცხადებს ადვოკატი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები