Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმთავარიაზარაშვილი - დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებული ეკიპაჟები ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ

აზარაშვილი – დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებული ეკიპაჟები ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას მათ ადგილზე უწევენ.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა პროცესი, იქნება ეს აცრები თუ სამედიცინო მომსახურება, ადგილზე, უწყვეტად მიმდინარეობს.

„სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე, გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა აზარაშვილმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ონში და სტიქიის ეპიცენტრთან, სამედიცინო ეკიპაჟები და ექიმები, სამძებრო – სამაშველო სამუშაოების დაწყებისთანავე არიან მობილიზებულები.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები