აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები უკვე გამოაცხადა, რაც რუსული ომის მანქანაზე მომუშავე ელიტებს და კომპანიებს შეეხებათ.
„ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს იმ ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის “ომის მანქანას”. ფასი და მსხვერპლი, რომელიც უკრაინამ გადაიხადა წარმოუდგენლად მაღალია. ჩვენ ვგლოვობთ ყველა ოჯახებთან ერთად, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი. ჩვენ ვიცით, რომ წინ რთული დღეები, კვირები და წლები გველის“, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე კიევში მოლაპარაკებების შემდეგ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კრემლის მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა.
„პუტინის აგრესიული კამპანია ჩაიშალა, რუსულმა ჯარებმა დაკარგეს ადრე ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარი.
ათიათასობით ახალგაზრდა, ნიჭიერი რუსი ხალხი ტოვებს რუსეთს, არ სურთ რუსეთში დაბრუნება. ისინი გაურბიან არა მარტო რუსულ სამომარ მდგომარეონას, არამედ ისინი მასიურად ტოვებენ რუსეთს. იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ მომავალს საკუთარ ქვეყანაში. რუსეთის ეკონომიკა ახლა თავდაყირა დგას, იზოლირებულია და სიცოცხლისთვის იბრძვის“, – თქვა ბაიდენმა.