აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ გამართლებული იყო.
“ვფიქრობ, [ორდერი] გამართლებულია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს არ არის საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ჩვენ მიერ. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძლიერ აზრს გამოხატავს”, – თქვა ბაიდენმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.
“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.