Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარირეგიონიბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საერთაშორისო ღონისძიების საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ბათუმი, როგორც არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქი, 5-12 ივნისს 38 ქვეყნიდან უმასპინძლებს 457 მონაწილეს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები