ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი მოსკოვზე ფინანსური ზეწოლის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრებს, ლობირებას გაუწევს. -ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროტეტსტის ნიშნად იელენი „დიდი ოცეულის“ ფინანსური შეხვედრების სესიებს არ დაესწრება.
ამასთან, აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, ჯანეტ იელენი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამწვავებულ უსაფრთხოების კრიზისთან დაკავშირებით, მინისტრი საერთაშორისო რეაგირების განსახილველად პანელს მოიწვევს.