BBC-ის ინფორმაციით, მარიუპოლიდან და მისი “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან ევაკუირებული 127 ადამიანი უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ზაპოროჟიაში ჩავიდა.როგორც მედია წერს, მათგან ”აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუირებული 69 მშვიდობიანი მოქალაქეა, 58 კი მარიუპოლის სხვა რაიონებიდან.