ქალაქ ბუჩაში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობა,ბავშვთა საზაფხულო ბანაკის სარდაფში დახვრიტეს.
BBC-ის ინფორმაციით, ხუთი მამაკაცის ცხედარი ბავშვთა საზაფხულო ბანაკის სარდაფში დაჩოქილ მდგომარეობაში იპოვეს. თავდახრილებს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და თავში სროლით იყვნენ დახოცილნი.
BBC-ის კორესპონდენტმა სარა რაინსფორდმა იპოვა ერთი მოწმე, რომელმაც ბავშვთა საზაფხულო ბანაკიდან გაქცევა მოახერხა.
რუსებმა ვიქტორ სიტნიცკი ქუჩაში მარტის დასაწყისში დააკავეს. მას ხელები შეუკრეს და თვალებზე ქუდი ჩამოაფხატეს, შემდეგ კი სარდაფში გაათრიეს.
მოწმე ყვება რომ, მას ფეხზე ცივი წყალი დაასხეს, იარაღი თავის არეში დაუმიზნეს და ეკითხებოდნენ: ” სად არიან ფაშისტები? სად არიან ჯარები?”. ერთ-ერთმა მათგანმა პუტინი ახსენა, “რაღაც უხეში ვთქვი და მან დამარტყა”, – იხსენებს ვიქტორი.