რამდენიმე კვირაა ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ პანდემიას ებრძვიან.ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 263 000 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.24 მილიონს გადააჭარბა.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის დასამარცხებლად ტრადიციულ მეთოდებსაც ფართოდ იყენებენ, ისეთებს, როგორებიცაა მარილიანი წყლითა და ცხელი ჩაით მკურნალობა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს რაც შეიძლება მეტი ცხელი სითხე მიიღონ.