ბრიუსელის ცენტრში 27 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ბელგიასთან მაროკოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ არეულობა მოხდა.
Associated Press-ისა და La Derniere Heure-ის ცნობით, ბრიუსელში ათობით მეამბოხე გამოვიდა ქუჩაში, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და ელექტრო სკუტერებს, ისროდნენ აგურებსა და ცეცხლსასროლ იარაღს, დააზიანეს ქუჩის ინფრასტრუქტურა და ჩამოაგდეს ბელგიის დროშები.
გარკვეული დროით ქალაქში შეჩერებული იყო ტრამვაის და მეტრო მოძრაობაც. უშიშროების ძალებმა მეამბოხეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ერთმა პირმა სახის დაზიანებები მიიღო.
ბრიუსელის მერმა, ფილიპ კლოუზმა თქვა, არეულობის ორგანიზატორები და მონაწილეები “არ ყოფილან გულშემატკივრები, არამედ რადიკალურად განწყობილი ჯგუფი იყო”. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა განაცხადა, რომ „რამდენიმე ადამიანმა ბოროტად გამოიყენა სიტუაცია.”