ბელორუსში ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ გაყიდვიდან ხსნიან.
წიგნის აკრძალვის, შესაბამისი ბრძანება გამომცემლებმა მიიღეს.- ამის შესახებ დამოუკიდებელი ბელორუსული გამოცემა ნაშა ნივა იუწყება.
ნაშა ნივას ჟურნალისტები წიგნის გაყიდვის აკრძალვას, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ გამომცემლის ანდრეი იანუშკევიჩის დევნასა და დაკავებას უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსიაში „1984“ წიგნის მაღაზიებში გაყიდვების ლიდერი გახდა და სახელმწიფო ქსელ „ბელკნიგაში“ ბესტსელერების სიაში მე-4 ადგილზე იყო.
წიგნის აკრძალვის შესაბამისი ბრძანება გამომცემლებმა უკვე მიიღეს, იუწყება დამოუკიდებელი ბელორუსული გამოცემა ნაშა ნივა.
“გაყიდვიდან ამოიღეთ ჯორჯ ორუელის 1984 წლის ყველა გამოცემა. აღსრულდეს ეს ბრძანება არაუგვიანეს 19 მაისისა.” – ნათქვამია ბრძანებაში.
ჯერჯერობით ბელორუსის წიგნის მაღაზიებში ინგლისელი მწერლის ეს რომანი კვლავ იყიდება.
ნაშა ნივას ჟურნალისტების განაცხადებით, მათ გაიგეს წიგნის გაყიდვის აკრძალვის შესახებ, მაგრამ დოკუმენტი იმ ადამიანების უსაფრთხოების მიზნით არ გამოაქვეყნეს, რომლებმაც ის გადასცეს. ნაშა ნივასთვის არ არის ცნობილი, რამდენ წიგნის მაღაზიასა და გამომცემლობას აქვს მიღებული ასეთი ბრძანება.
“იშვიათი შემთხვევა წიგნისთვის, რომელიც პირველად მრავალი ათეული წლის წინ გამოიცა. იმის ასახვაა, თუ როგორ აღიქვამს ხალხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.” – წერს ნაშა ნივა.
გამოცემის ჟურნალისტები წიგნის გაყიდვის აკრძალვას გამომცემლის ანდრეი იანუშკევიჩის დაკავებას უკავშირებენ, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი დევნის.
რომანში “1984” საუბარია გამოგონილ ტოტალიტარულ სახელმწიფოზე ოკეანიაში, სადაც საზოგადოება პარტიის მკაცრი ბრძანებების მიხედვით ცხოვრობს. ოკეანიის პროტოტიპი – სსრკ. სახელმწიფოს მეთაურია „დიდი ძმა“, პარტიის ლოზუნგი კი ასეთია: „ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უმეცრება – ძალა“.
რომანში მოვლენები უინსტონ სმიტის გარშემო ვითარდება, რომელიც პროპაგანდის ქვეშ არ მოექცა და პარტიის წინააღმდეგ აჯანყდა. ბევრი მწერლის აზრით, “1984”-ის სიუჟეტი თანამედროვე რუსეთს და ბელორუსს აღწერს.