Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიობენ უოლესი - უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს

ბენ უოლესი – უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს

უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის კიდევ 12 თვის განმავლობაში გაგრძელება ვიხილოთ, უოლესმა განაცხადა: „ვფიქრობ, დიახ”.

“ვფიქრობ, რუსეთი სრულ გულგრილობას ავლენს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების მიმართ. 12 თვის განმავლობაში 188 000 და რეალურად მეტი, რუსი ჯარისკაცები დაიღუპა ან დაშავდა პრეზიდენტ პუტინის ამ კატასტროფული არასწორი გათვლებისა და აგრესიის შედეგად“, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ პუტინი გაჩერებას არ აპირებს.

„როდესაც ვინმე კვეთს ზღვარს და თვლის, რომ კარგია ამის გაკეთება საკუთარ ხალხთან, ეფექტურად ამუშავებს ხორცსაკეპ მანქანას ჯარისთვის, ვფიქრობ, რომ ის არ აპირებს გაჩერებას“, – აღნიშნა უოლესმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები