Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაბექა დავითულიანი-„ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია და არც რუსი.პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს"

ბექა დავითულიანი-„ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია და არც რუსი.პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს”

„ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში და იმაში, რაც მას არ ეკითხება“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,ბექა დავითულიანმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა. პოდოლიაკმა აღნიშნა,რომ ყველა რუსი ოლიგარქი უნდა დასანქცირდეს, მათ შორის, ივანიშვილიც.

დავითულიანის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება არამეგობრული და უსამართლოა.

„რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და ალბათ, მომავალშიც დაუწესებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და მისი საქმე არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვუსურვებთ წარმატებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებები არის ძალიან აგრესიული, არამეგობრული და ძალიან უსამართლო, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს. ჩვენ არ დაგვიწყნია მათი ლანძღვა, როცა საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი და სხვა არაერთი ძებნილი პირი ჰყავდათ თანამდებობებზე, ახლა კეთილი ინებონ, რამენაირად მოთმინება მოიკრიბონ, მათი მდგომარეობა, ემოციური ფონი და ყველაფერი მესმის, მაგრამ იმაზე მეტს ნუ იღებენ თავის თავზე, ვიდრე ეკუთვნით, არ შეიძლება, მათი საქმე არ არის და მათ არავინ ეკითხება” – განაცხადა დავითულიანმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები