იტალიის ოთხგზის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ლეიკემიით დაავადდა – ამის შესახებ წერს Corriere della Sera.
მას მილანის San Raffaele-ს საავადმყოფოში მკურნალობენ, სადაც 5 აპრილს მოათავსეს სუნთქვის პრობლემების გამო. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ეს ჰოსპიტალიზაცია ბერლუსკონისთვის მეორე გახლდათ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ლეიკემია პოლიტიკოსს კლინიკაში პირველი ვიზიტის დროს აღმოაჩნდა.
Reuters-ს მოჰყავს საქმესთან დაახლოებული წყაროს ცნობა, რომ 86 წლის მილიარდერი, რომელსაც საკუთარი მედია იმპერია აქვს, კარდიოლოგიის განყოფილებაში იმყოფება.
სილვიო ბერლუსკონის ავადმყოფობის შესახებ ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა, მაგრამ გაზეთმა Corriere della Sera-მ დაადასტურა ლევკემიის, სისხლის უჯრედის კიბოს, დიაგნოზი.
შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი „მილანს“ 1986-2016 წლებში ფლობდა, 2018 წელს კი „მონცა“ შეიძინა.
პოლიტიკოსი არის პარტია „წინ იტალიის“ ლიდერი, ის სამჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი (1994, 2001-2006 და 2008-2011 წლებში).