„სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ბრენდს Cellfie • სელფი. ამიერიდან ამ სახელით ვაგრძელებთ თქვენთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შექმნას“, – ამ სათაურით ავრცელებს ცოფრული მომსახურების კომპანია ბილაინი რებრენდინგის შესახებ განცხადებას საკუთარ ვებგვერდზე. GBC უცვლელად გთავაზობთ კომპანიის მიერ ოთხშაბათს, 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებას:
„სელფის“ მიზანია მუდმივად ცვალებად სამყაროში მაქსიმალურად მოვერგოთ თქვენი ცხოვრების სტილს და ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს. „სელფის“ სურვილია შეგიქმნათ იდეალური გარემო იმისთვის, რომ გქონდეთ მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრება, შეგიწყოთ ხელი დაიწყოთ რაღაც ახალი და სრულად გამოხატოთ საკუთარი თავი. „სელფისთან“ ერთად გაქვთ შესაძლებლობა ტექნოლოგიური მიღწევების მეშვეობით მიიღოთ მომსახურება მარტივად და სწრაფად, ისე რომ მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენთვის ყველაზე ღირებული – დრო, რომელსაც საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას დაუთმობთ.
დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი ერთგული მომხმარებელი და ჩვენთან ერთად აგრძელებთ მოგზაურობას. ჩვენ კი ვაგრძელებთ თქვენთან მეგობრობას “სელფის” სახელით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.