Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიეკონომიკაბინის ქირის ფასი ერთ წელიწადში 120%-იან ზრდას აჩვენებს

ბინის ქირის ფასი ერთ წელიწადში 120%-იან ზრდას აჩვენებს

ქირის ფასი რეკორდულ ზრდას აგრძელებს. სექტემბერთან შედარებით ფასი დამატებით 25%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც წინა თვეებში ფასი სტაბილიზაციას აჩვენებდა. 

მიზეზი ამ შემთხვევაშიც რუსი მიგრანტები არიან, რომელთა მეორე ტალღა ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს – ოქტომბერში შემოვიდა. შედეგად, ბოლო ერთ წელში ქირის ფასის ზრდამ დედაქალაქში 120% შეადგინა. ამჯერად კვადრატულის იჯარის ფასი საშუალოდ 11.2 დოლარს შეადგენს. TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, მიგრანტების ზეწოლა ამ ეტაპზე ძირითადად ქირის ფასზე ისახება, თუმცა მისი გადაცემა ეტაპობრივად ხდება გასაყიდ ფასზეც. საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში მიგრანტების წილი 4%-ს შეადგენს რაც წინა წელთან შედარებით 2.1%-ული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს წილი უახლოეს პერიოდში გაიზრდება.

თბილისის ზოგიერთ უბანში ქირის ფასის ზრდამ 140%-ს გადააჭარბა. მაგალითად – 146%-ით არის წლიურად ფასები გაზრდილი ისანში, 158%-ით დიდ დიღომში, 143%-ით სამგორში. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები