საქსტატის ინფორმაციით,2022 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.9 %-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 6.0 %-ით.
საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 75.0 % და 83.4 %). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 58.3 % ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 41.7 %- სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების სტრუქტურა და მათი პროცენტული განაწილება წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკში:
საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 83.7 % შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 19.3 % – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 18.1 % მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება – მოდიფიცირების განახორციელებაზე, ხოლო 15.9 % შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ. ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე საწარმოთა 45.3%-მა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 34.7 % მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 31.7 % – მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.
ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.