Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკაბიზნესის ინფლაციური მოლოდინები გაუმჯობესდა

ბიზნესის ინფლაციური მოლოდინები გაუმჯობესდა

2023 წლის I კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (35.6) დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.

ISET-ს კვლევის მიხედვით, გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 5.6-ით შემცირდა და 22.3 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა. კერძოდ – ყველაზე მაღალ ზრდას ფასებთან მიმართებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ელიან. მიზეზი გაზრდილი მოთხოვნაა. დეველოპერების ნაწილი ელის რომ 2023 წლისთვის ფასი საშუალოდ 15-20%-ით გაიზრდება. ყველაზე ნაკლებად ფასების ზრდას რითეილ სექტორი ელის.

გამოკითხული კომპანიების 30% ელის რომ მომდევნო 3 თვეში პროდუქცია დამატებით გაძვირდება, ფასის შემცირებას გამოკითხული კომპანიების 7% ელის, ხოლო არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას 64% ელის.

I კვარტალისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მცირე და საშუალო ბიზნესები კი ძირითად გამოწვევებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები