Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიობლინკენი - უკრაინის პარტნიორების მიზანია, უკრაინას ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარონ

ბლინკენი – უკრაინის პარტნიორების მიზანია, უკრაინას ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინის სხვა პარტნიორების მიზანია, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს.

„უკრაინის პარტნიორებს ორი მიზანი აქვთ, პირველი – გააკეთონ რაც შეუძლიათ ყველაფერი, რათა უკრაინას ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმარონ. ეს მოიცავს კონტრშეტევას, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს კვირებში დაიწყება. მეორე – დაეხმარონ უკრაინას საშუალო და გრძელვადიანი შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა ბლინკენმა გერმანულ n-tv-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების მიზანი რუსეთის აგრესიის შეკავებაა.

„სანამ რუსეთი არ შეცვლის კურსს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სანქციებისა და ექსპორტის კონტროლისგან გამოწვეული უპრეცედენტო ზეწოლა შენარჩუნდეს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები