უკრაინაში, რუსული აგრესიის გამო თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძიება დაიწყო და აშშ-იდან თხევადი გაზის შეტანის ხელშეკრულება გააფორმა. განაცხადა Bloomberg-მა.
თურქეთის სახელმწიფო კომპანია Botas-ი, მოლაპარაკებას აწარმოებს გერმანიის Deutsche Bank-თან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების შესახებ, რათა ამერიკიდან თხევადი აირი შეისყიდოს.
ბანკთან შეთანხმების გაფორმებით კომპანიას გზა გაეხსნება, მიაღწიოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ ეტაპზე ამ მხრივ თურქეთის ბაზარზე რუსეთი და ირანი ბატონობენ. ხელშეკრულებას უახლოეს კვირებში გააფორმებენ.