Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიობორის ჯონსონი ისევ კენჭს იყრის

ბორის ჯონსონი ისევ კენჭს იყრის

 ბრიტანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ბორის ჯონსონი აქტიური პოლიტიკიდან განზე გადგომას არ აპირებს – აქსბირიჯის კონსერვატიული პარტიის კომიტეტმა ის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ბორის ჯონსონი აქსბრიჯს და სამხრეთ რაისლიპს თემთა პალატაში 2015 წლიდან წარმოადგენს. მომდევნო ჯერზე კი მას ნამდვილად მძიმე ბრძოლა ელის – 2019 წელს მან ოლქი 10%-იანი სხვაობით მოიგო, კონსერვატორების შემცირებული რეიტინგის ფონზე კი დიდი შანსია, ბორისი პარლამენტს გარეთ დარჩეს.
RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები