Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარირეგიონიბორჯომის მუნიციპალიტეტმა ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ეროვნული სამოსით მსვლელობა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფეხით მსვლელობის დასრულების შემდეგ, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები