Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარირეგიონი"ბორჯომის" ქარხნის 400 თანამშრომელი გაიფიცა

“ბორჯომის” ქარხნის 400 თანამშრომელი გაიფიცა

“ბორჯომის” ქარხანა სრულად პალარიზებულია, დილის 6 საათიდან დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა, როგორც საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს – ამდროისთვის, 400 ადამიანია გაფიცული და დასაქმებულების გაფიცვა მანამ გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„დილის 06:00 საათიდან განხორციელდა სრულმასშტაბიანი გაფიცვა ბორჯომის პირველ და ასევე, მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა არის გაჩერებული, არ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ დასაქმებულები არიან გაფიცულები. ჩვენი მოთხოვნებია – უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა. დაახლოებით, 400 ადამიანია გაფიცული. ორივე ქარხანა გაჩერებულია. სამედიაციო პროცესი წარუმატებლად დასრულდა, ჩვენ დავიცავით კანონმდებლობა, ჩვენ წარმოგვეშვა კანონიერად გაფიცვის უფლება და გავიფიცეთ იმ დრომდე, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“. – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები