Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარირეგიონი"ბორჯომის" თანამშრომლებსა და დირექტორს შორის შეხვედრა ვერ შედგა

“ბორჯომის” თანამშრომლებსა და დირექტორს შორის შეხვედრა ვერ შედგა

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები კომპანიის გენერალურ დირექტორს, ივანე მაჭავარიანს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა უარი თქვეს. თანამშრომლები 49გატავისუფლებული თანაშრომლის დასწრებას ითხოვდნენ,მაგრამ კომპანია უარზეა.
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე დაიბარეს ის თანამშრომლები, რომლებსაც „კომპანია თვლის, რომ მათი თანამშრომელია“.


“ივანე მაჭავარიანმა მოითხოვა მხოლოდ იმ თანამშრომლებთან შეხვედრა, რომლებსაც თვლის, რომ ამ ქარხნის თანამშრომლები არიან. მათ უკანონოდ გაათავისუფლეს 49 ადამიანი, და ჩვენი უპირობო მოთხოვნაა დაუყოვნებლივ აღადგინონ სამსახურში. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც მუქარის, იძულების და შანტაჟის ფონზე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და არიან ადამიანები,რომლებმაც არ მოაწერეს. ყველა ერთად დგას და ყველა ერთსულოვანია იმისთვის, რომ უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლები უპირობოდ აღადგინონ. მოხდეს ხელშეკრულების ძველ პირობებზე დაბრუნება და მოემატოთ ხელფასი. ისინი იმ შემთხვევაში შეხვდებიან ივანე მაჭავარიანს, თუ შეხვედრას ის 49 გათავისუფლებული თანამშრომელი წარუძღვება”, – აცხადებს გიორგი დიასამიძე.


გიორგი დიასამიძის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა თანამშრომელი სამსახურში არ დაბრუნდება.
„ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებებს, ხელფასი არ დაურიცხეს.ირიბად ცდილობს დამსაქმებელი და კომპანია აიძულოს ირიბად ადამიანები, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება ხელი მოაწერონ იმ კაბალურ პირობებს, რომელსაც კომპანია მათ სთავაზობს. მე გუშინ მივმართე შრომის ინსპექციას და სახალხო დამცველს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ, რაც შეილება მალე მოახდინოთ რეაგირება შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები თქვენ გელოდებიან“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.


მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლები აქციებს მოაწყობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები