Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაბორჯომში, მდინარე მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომში, მდინარე მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვრიდან 60 წლამდე კაცის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.

კაცის ცხედარი ამოცნობილია, ის ადგილობრივს ეკუთვნის.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები