ბორჯომში, მწვანე მონასტერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი კი-დაშავდა. ახალგაზრდები „ბოლო ზარს“ აღნიშნავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.
„შემთხვევის ადგილზე ხევში გადაჩეხილი მანქანა დაგვხვდა. სამი დაშავებული ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალში“ არის გადაყვანილი. ერთი პირი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა“ – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.