Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონიბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა ბორჯომის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ მკურნალობს.

ექიმის, მიხეილ გოგიას განცხადებით, დაშავებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ,თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემთხვევის ადგილიდან სამი ახალგაზრდა შემოიყვანეს. მათგან ერთი 20 წლამდე გოგოა, ბიჭები 25–26 წლისები არიან. სამივეს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღმოეჩინათ სათანადო მედიკამენტური დახმარება. ბიჭებს სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვთ, ნაკაწრები და ექსკორიაციები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგოს აქვს მარჯვენა ლავიწის მოტეხილობა და იგეგმება ოპერაცია. სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე საათში ბიჭებს გავწერთ“ –აცხადებს ექიმი. 

თვითმხილველები ამბობენ,რომ საპირისპიროდ მიმავალი ორი ავტომობილიდან ერთ–ერთმა, საავარიო ვითარების თავიდან ასაცილებლად გვერდით გადაუხვია, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა

შემთხვევა დღეს ბორჯომში, მწვანე მონასტერთან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მგზავრი, 17 წლის ახალგაზრდა  ადგილზე გარდაიცვალა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები