Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარირეგიონიბორჯომში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბორჯომში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბორჯომში ქმრის მიერ დანით დაჭრილი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ექიმების განცხადებით,  პაციენტი კლინიკას ხვალამდე დატოვებს.

„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს კარგად გრძნობს და ამზადებენ კლინიკიდან გასაწერად, დღეს ან ხვალ გაეწერება“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“  „ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორი, ირაკლი დიასამიძე.

შემთხვევა ბორჯომში 1-ელ მაისს მოხდა, 37 წლის ქალს ქმარმა 16-მდე ჭრილობა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს,ის ბრალს აღიარებს

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები