მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა.
ბრაზილია, რომელსაც ნეიმარი დაუბრუნდა, დებიუტში ვინისიუსის გოლით დაწინაურდა.
შემდეგ რიშარლისონის მოპოვებული პენალტი ნეიმარმა ორიგინალურად გამოიყენა და ანგარიში გაზარდა.
კორეამ შეტევით უპასუხა და ხვან ხი ჩხანის ცხრიანში დარტყმული ბურთი მეკარე ალისონმა მოიგერია.
29-ე წუთზე კი რიშარლისონმა საოცარი გოლი გაიტანა, დიადი ბრაზილიის ნაკრები მოაგონა. ამით როდი დაკმაყოფილდნენ – პაკეტამაც დაამწუხრა აზიელები, თუმცა ბრაზილიიდან არავის გაკვირვებია და მატჩი ლეგენდის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.