Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიობულგარელები საკუთარ პორტებში რუსულ გემებს აღარ შეუშვებს

ბულგარელები საკუთარ პორტებში რუსულ გემებს აღარ შეუშვებს

ბულგარეთის ხელისუფლება საკუთარ პორტებში რუსულ გემებს აღარ შეუშვებს, იმის მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ იმოძრავებენ ისინი. გადაწყვეტილება, რომელიც ანტირუსული სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დირექტივას ეფუძნება, ძალაში 8 აპრილს შევა. ამის შესახებ ინფორმაციას PortSEurope ავრცელებს.

რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებს უკვე აკრძალული აქვთ ბულგარეთის პორტებში შესვლა. აქამდე ქვეყანა თავის პორტებში მხოლოდ კრიტიკული რუსული პროდუქციით დატვირთულ გემებს უშვებდა.

ამიერიდან შეზღუდვები გაფართოვდება და ბულგარეთის ზღვასა და მდინარეებზე არსებულ პორტებში ზღვაოსნობის რუსული რეგისტრის მიერ დარეგისტრირებული ვერცერთი გემი ვეღარ შევა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები