12.8 C
Tbilisi

პოლიტიკა

 ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი, ბობ ჰამილტონი – ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ

ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს, - ამის...

სალომე ზურაბიშვილი – პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ – გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში.  კაუმას ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი. "დისკუსიებისა და ბევრი ფიქრის...

სერგო ჩიხლაძე – პოლიტიკური ძალების, ასევე, დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ...

ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ასევე, მთელი დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ...

შალვა პაპუაშვილი -“შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედია, სიტყვები უადგილოა, შეგვიძლია მხოლოდ მწუხარება და მათი სულებისთვის ლოცვა”

  "შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედია. სიტყვები უადგილოა. შეგვიძლია მხოლოდ მწუხარება და მათი სულებისთვის ლოცვა" ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო,...

6 იანვარს აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება – დედაქალაქში პროტესტის მონაწილეები მოაწყობენ საშობაო მსვლელობას და ალილოს

6 იანვარს საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება. თბილისში დაგეგმილია საშობაო მსვლელობა და ალილო. კერძოდ, 16:00 საათზე აქცია სახელწოდებით, "არა რუსული, ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ დაგეგმილია...

მთავრობის განკარგულებით, კოკა კაციტაძეს და გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნებათ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება. ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო...

ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) კლინიკაში გადაიყვანეს – „ტვ პირველი“

არსებული ინფორმაციით,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი,"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. “ტვ პირველის“ ცნობით, "ხარებას"  მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, რაც მხოლოდ მექანიკური ზემოქმედებით არის გამოწვეული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის...

დეპუტატი ირაკლი ზარქუა – ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! 

ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! - ყველაფერში ხელოვნურობაა და...

ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის საქარტველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად

ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ამის გამოხატულება იყო შარშან, დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ყველა ვალდებულების შესრულებას. როგორც უკვე აღნიშნა, დღესაც ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვექნება შესრულებული. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), აქაც ვგეგმავთ, 4 წელიწადში შევასრულოთ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად. ჩვენ, ფართო რეგიონში, ვართ ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით. საქართველო არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეისათვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შესრულებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.  2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად,“- აღნიშნა პრემიერმა.

ყაველაშვილმა ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა

ქართული ოცნების მიერ მიღებული ადამიანის უფლებების შემზღუდველი  კანონები ოცნების მიერვე პრეზიდენტად დასმული ყაველაშვილის ხელმოწერით ძალაში შედის.საუბარია მთელ რიგ ცვლილებებზე, მათ შორის შეკრებების დროს პიროტექნიკისა და...

Recent articles

spot_img