რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დანიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა. "მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ...

გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია,...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამ მწყემსს ეძებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათგან ორის - ტარიელ ხეცაძის...

გურიაში 1 638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს

2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გურიაში 1 638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს. სტიქიური მოვლენების მეტ-ნაკლები საფრთხის ქვეშ გურიის 180 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ...

ჩოხატაურის მერი – “კვლავ გვრჩება 8 სოფელი, სადაც ვერ შევედით… პრემიერის გადაწყვეტილებით, სპეცტექნიკა გზაშია, რომლითაც აღნიშნულ სოფლებშიც შევალთ” 

დიდთოვლობის გამო, ყველაზე რთული ვითარება კვლავ გურიაშია. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ცდილობენ სპეციალური ტექნიკით გარე სამყაროს მოწყვეტილ დასახლებებამდე მისვლას. გზები სოფლების ნაწილთან ისევ ჩაკეტილია....

თემურ მღებრიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმზე 23 თებერვლიდანაა გადასული

23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო, გაძლიერებულ რეჟიმზე - როგორც გურიაში, ასევე იმერეთში და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშაობის პროცესი, - ამის...

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა – ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, თოვლის უხვი ნალექის შედეგად იტალიურ ტიპის საცხოვრებელ სახლის ნაწილი, ხოლო სახურავი მთლიანად დაინგრა. მოქალაქეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, აღნიშნულ შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობს,...

დიდთოვლობამ სამეგრელოშიც პრობლემები შექმნა

სამეგრელოში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. მათივე ცნობით,...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, სოფლებში ბავშვები და მოხუცები არიან ჩარჩენილი, რომლებსაც პირველადი აუცილებელი ნივთები ესაჭიროებათ. მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მიმართავს. „საცხოვრებელი სახლები ინგრევა, ავარიულ...

ბათუმის მერია – ბათუმის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა – ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე

ბათუმის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა. ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, შეფერხება დაფიქსირდა წყალმომარაგების კუთხით, დაზიანდა ცენტრალური...

ქუთაისში გზების წმენდა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა

ქუთაისში გზების წმენდა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის იყრება ტექნიკური მარილი. ძლიერი თოვისა და რელიეფის გამო, პროცესი ქალაქის ცალკეულ უბნებში შეფერხდა....

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანები ჩაერთვნენ

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებისა და...

Recent articles

spot_img