Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონიჩაქვის გვირაბში გაჩენილი ხანძარის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ჩაქვის გვირაბში გაჩენილი ხანძარის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რამაც ხანძარი გამოიწვია. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა. 

სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმებს, შემთხვევის ადგილზე ორი დაღუპული დახვდათ. დაშავებული იყო კიდევ ერთი პირი, რომელმაც სამედიცინო მომსახურებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა,თუმცა მისი დაზიანებები მსუბუქი იყო.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით იძიებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები