Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაჩარკვიანი - დღეს რუსთაველზე განურჩევლად ყველა! მკვდრები ხომ არ ვართ?! სოლიდარობა ...

ჩარკვიანი – დღეს რუსთაველზე განურჩევლად ყველა! მკვდრები ხომ არ ვართ?! სოლიდარობა ჩვენს, ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!

მეგობრებო და არამეგობრებო! პოლიტიკოსებო არაპოლიტიკოსებო! მოქალაქეებო!სოლოდარობის შეგრძნება ხომ არ დავკარგეთ?!იქნებ რაიმე ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე , რომ კიდევ “უპროჟექტორობა” არ მოიმიზეზონ ამაღამ! – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

“გამოვიდეთ დღეს 19 საათზე რუსთაველზე მთავრობის სახლთან, კანონი და სამართლით  დავიცვათ ჩვენივე ღირსება და თავმოყვარეობა  , მე ჩემი თანამოაზრეებით იქ ვიქნები, ეს ხომ არ არის  პარტიული არჩევნები ბატონებო?! მოქალაქეობრივი პოზიცია სოლიდარობა  გამოვხატოთ! ტალახში კვდება  და იხრჩობა ამ კორუფციონერების გამო ჩვენი მომავალი ! დღეს რუსთაველზე განურჩევლად ყველა ! მკვდრები ხომ არ ვართ?!! მაშ მოვითხოვოთ,

მოვთხოვოთ  მკაცრად პასუხი ამ კორუფციონერებს!!!!!
დღეს 19 საათზე რუსთაველზე!✌️სოლიდარობა  ჩვენს,  ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!
არც  დღეს ღამე ექნებათ “პროჟექტორები”?! ხალხი იღუპება ხალხნო!!!
დღეს 19 საათზე რუსთაველზე!” – წერს თამარ ჩარკვიანი.

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები