Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოჩილეს ტყეებში მასშტაბურ ხანძარებს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ტყეებში მასშტაბურ ხანძარებს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ტერიტორიაზე ტყეებში მასშტაბურ ათობით ხანძარს სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩილეს ხელისუფლების ცნობით, ხანძრების შედეგად სულ მცირე 979 ადამიანი დაშავდა, 1 100-ზე მეტი კი თავშესაფარშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ჩილეს 3 რეგიონში – არაუკანიაში, ბიო-ბიოსა და ნიუბლეში.

„ამინდის პირობებმა ძალიან გაართულა ხანძრების ჩაქრობა, რომლებიც ვრცელდება და საგანგებო მდგომარეობა უარესდება“ – განაცხადა ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ.

რამდენიმე დღეა, რაც ცეცხლი უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება, რასაც ხელს უწყობს ცხელი ზაფხული ჩილეში – ტემპერატურა 40°ცელსიუსს აღემატება.

ოფიციალური ცნობებით, 40 000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. ტყის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი შაბათს 231 კერიდან 80-ში ცეცხლს აქტიურად ებრძოდნენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები