Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოჩინეთში ოფიციალური პირების და ევროპელი ლიდერების შეხვედრები მიმდინარეობს

ჩინეთში ოფიციალური პირების და ევროპელი ლიდერების შეხვედრები მიმდინარეობს

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქვეყნის ოფიციალური პირებისა და ევროპელი ლიდერების ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანს რამდენიმე საათის წინ შეხვდა. მხარეებმა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულების გზები განიხილეს.

ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ასევე შეხვდებიან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში სამ-დღიანი ვიზიტით ჩავიდნენ.

მედია წერს, რომ ევროპელი ლიდერების ვიზიტის მიზანს ჩინეთის დარწმუნება წარმოადგენს, რათა ოფიციალურმა პეკინმა უკრაინაში რუსულ აგრესიას მხარი არ დაუჭიროს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები