Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარირეგიონიჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ლეწურწუმეში, გამთენიისას ხვიჩა ესართიას საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი სახლის ორივე სართული.

სახლში შუახნის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,მათ საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხეს.

დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რამაზ გულუამ, საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზარალის შესაბამისად დაეხმარებიან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები