მკვლელობა თბილისში – დოლიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გურამ ქადეიშვილია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.