Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს

ცოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მამაკაცის პატიმრობასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ს.კ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ რ.მ-ს მიმართ. რ.მ-ს ბრალად ედება, განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის მიმართ.საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 21 მაისს დღის საათებში, სამარშრუტო ავტობუსში მყოფმა ბრალდებულმა, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მეუღლეს მოკვლის მიზნით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. გარდაიცვალა.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები: ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ გაითვალისწინა, დანაშაულის ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეების და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე”,- აღნიშნულია ინფორამციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები