უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით გამორიცხავს.
„ რუსეთის პრეზიდენტისთვის სახის შესანარჩუნებლად გზების ძიება უბრალოდ არასწორია. დაე, პუტინმა თავად იპოვოს გზა სახის შესანარჩუნებლად”. – განაცხადა კულებამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს აღადგინოს სრული ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის დონბასის ოკუპირებული ტერიტორიები და ყირიმი.
ზოგიერთი დასავლელი ლიდერი შეშფოთებულია ომში უკრაინის გამარჯვების შესაძლო შედეგებით და რომ ზოგიერთი დასავლელი ლიდერი შიშობს, რომ რუსეთი „დამცირებას“განიცდის, რაც სავარაუდოდ არაერთ ახალ პრობლემას შექმნის.