“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ყოფილი დეპუტატი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ ისტორიას წერს, მის მეხუთე შვილზე, რომელიც როგორც პოსტიდან ირკვევა უკრაინაში დაიბადა და ომის დროს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო საფრთხი ქვეშ. პატარა დავითი უკვე ერთი წლისაა და მშობლებთან გადაღებულ ფოტოებს და მის ისტორიას გიორგი არველაძე თავად აზიარებს.
“მეგობრებო, პირადი ცხოვრების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ეს სიხარული მინდა გაგიზიაროთ. უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე!
ჩემი და ანასტასიას სიცოცხლე და სიხარული.!!! დავითი სამყაროს საჩუქარია ჩვენთვის. ერთი წლისა სულ ახლახანს შესრულდა, მაგრამ უკვე დიდი გმირია. უკვე ბევრი გასაჭირი გამოიარა, მაგრამ გადარჩა! დაბადებაც რთული ჰქონდა იოლი, მაგრამ არ დათმო სიცოცხლე. … მერე, სულ სამი თვის იყო როცა მის თავზე ბომბებმა დაიწყეს აფეთქება… როცა ხარკოვიდან გამოვიყვანეთ, დავითი ყველაზე პატარა იყო ჯგუფში, სანამ თავშესაფარს მიაღწევდა, მარტის ცივი ღამეების სარდაფებსა და გაყინულ შენობებში გატარება მოუწია, მაგრამ კაცურად გაუძლო. აცრილი ერთხელაც არ იყო, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ყველა ვირუსი.
დიდი მადლობა ალა ტიხომირენკოს, ბავშთა სახლის დირექტორს, რომელმაც არცერთი წამით არ მიატოვა ბავშვები და სიცივეში ტანზე მიკრული რძის ბოთლებით უთენებდა დავითს ღამეებს, რომ ბავშვს ოდნავ თბილი საკვები მაინც ქონოდა.
ანასტასიასა და ჩემთვის კი დავითი ერთი ნახვით ხიყვარულია. განსაკუთრებით ანასტასიასთვის. რა წამსაც პირველად ნახა და ხელში აიყვანა, იმ წამიდან აღარ მოშორებია, იმ წამიდან მისი სამყაროს ცენტრად იქცა. იმ წამიდან, მასში ისეთმა დედამ გაიღვიძა, ცქერით რომ ვერ დატკბებით. იმ წამიდან არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა, მისი ფერება, მასთან თამაში. ბედნიერებაა ამის ყურება, იმიტომ, რომ ქალში ყველაზე დიდი სილამაზე კარგი დედობაა.
აქამდე ვერ გიმხელდით, რადგან იურიდიული პროცედურები არ იყო დასრულებული. ახლა იმ სტადიამდე მივედით, რომ შეგვიძლია გაგიმხილოთ, რომ დავითი ჩვენი სისაყვარლის ბუშტი შვილია – ანასტასიასთვის პირველი, ჩემთვის მეხუთე, თუმცა ორივესთვის მეხუთე.
ხო, ამბობენ რომ გვგავს. დიახაც გვგავს, და უფრო მეტად გვემგვანება. ჩვენი შვილია და მაგიტომ”- წერს არველაძე სოციალურ ქსელში.