Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკადაკარგული 12 წლის გოგო, დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს

დაკარგული 12 წლის გოგო, დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში, დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას ყელის არეში აქვს მსუბუქი დაზიანება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მოზარდი გოგო შუაღამისას, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ დაიკარგა. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში ვრცელდებოდა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები