Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონიდე ფაქტო რეჟიმის უშიშროების კომიტეტმა აპრილის თვის დაკავებების სტატისტიკა გამოაქვეყნა

დე ფაქტო რეჟიმის უშიშროების კომიტეტმა აპრილის თვის დაკავებების სტატისტიკა გამოაქვეყნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „კა-გე-ბე”-ს ინფორმაციით, აპრილის თვეში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო კანონმდებლობის 41 დამრღვევი დააკავეს. „მათგან: 26 სახელმწიფო საზღვრის კვეთის რეჟიმის დამრღვევია, 15 – სასაზღვრო რეჟიმის“. დე ფაქტო „კა-გე-ბე” მიუთითებს, რომ „სახელმწიფო საზღვარზე” არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში საპროცესო ღონისძიებები ჩატარდა, რა დროსაც 25 პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 5 პირი „რესპუბლიკის” ტერიტორიიდან გააძევეს, ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 4 პირი, 1 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, 6 მოქალაქის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ოკუპირებული რეგიონის „კა-გე-ბე”-ს საზღვრის დაცვის სამსახური აფრთხილებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს და სტუმრებს, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას ე.წ. სასაზღვრო ზონებში მდებარე დასასვენებელ ადგილებში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამსახურის მოწმობა, დაბადების მოწმობა არასრულწლოვანებისთვის) ქონა აუცილებელია.

ამჟამად 7 მოქალაქე, ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოში იმყოფება. მათგან ორი: მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მაისს გაავრცელა. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, დე ფაქტო სასამართლოს ამ უკანონო განაჩენს წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება. ჩხიკვაძეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, ნარკოტიკების გადატანის ბრალდებაც წაუყენეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები