ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,063 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 41%-ით, 221 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
Colliers-ის კვლევის მიხედვით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა.
თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.