Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარისპორტი დღეს, ოსლოში საქართველო ნორვეგიას დაუპირისპირდება

 დღეს, ოსლოში საქართველო ნორვეგიას დაუპირისპირდება

დღეს, 12 სექტემბერს, ოსლოში თბილისის დროით 22:45 საათზე ნორვეგიასთან მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ფეხბურთი გამოსწორების შანსს ყოველთვის გვაძლევს და შესაძლოა დღევანდელმა მატძმა 4 დღის წინ განცდილი საშინელი მარცხი დაგვავიწყოს.

გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან. ნორვეგიელებს სორლოტი აკლიათ, რომელმაც ბათუმში გაგვიტანა. ის შეხვედრა ჰოლანმა გამოტოვა და ამას რამენაირად აიტანენ. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირება (1:1)

ვახსენეთ და გავიხსენოთ, რა ხდებოდა იქ. საწყის 45 წუთში ნორვეგიელთა პრესინგსა და მარტინ ოდეგორის დომინანტობას ვერაფრით გავუმკლავდით და უშანსოდ წავაგეთ. შემდეგ გამოვფხიზლდით, სანიოლის ცვლილებებიც დაგვეხმარა და წაგებას გადავურჩით. საგულისხმო იყო, რომ როგორც კი ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადავერთეთ, გიორგი მიქაუტაძემ გატანა შეძლო.

ნორვეგიელებს თუ სურთ, ევროპირველობისთვის ბრძოლაში დარჩნენ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ. თავის მხრივ, თეორიული შანსები ჯერ არც ჩვენს ნაკრებს დაუკარგავს. ვაღიაროთ, შოტლანდილებთან ერთად, გასვლის ყველაზე კარგი შანსი ესპანელებს აქვთ.

4 მატჩის შემდეგ (უკვე მეექვსე ტური მიმდინარეობს) საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ცოტას გამტანი და ბევრის გამშვებია (4:11). სამწუხაროდ, ამ სტატისტიკას ესპანელებს უნდა “ვუმადლოდეთ”. ჩვენ მსგავსად, საკუთარ კარში 11 გოლი მიიღეს თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა, ესტონეთმა და აზერბაიჯანმა. ჩვენზე მეტი გოლი გაუშვეს – ლუქსემბურგმა – 16, 12 – ჩრდ. მაკედონიამ (4 ქულა აქვთ და იტალიასთან ფრეს მიაღწიეს) და ლატვიამ -13. სამ ნაკრებს საშინელი ბალანსი აქვს – გიბრალტარი 0:17, სან-მარინო 0:21 და ლიხტენშტაინი 1:19.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები