უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
“მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდის წინ. ცალკე აღინიშნა შვიდი ჯგუფის მიერ ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება და მოლაპარაკებების დაწყება დიდ ბრიტანეთთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.