კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში არსებულ ვითარებას თვალს ყურადღებით ადევნებს.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით „პროვოკაციები მოაწყოს“.
„საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს.
ამავდროულად, ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელით, ისევ უხილავი ხელის თქმა არ შეიძლება, ჩანს, ვხედავთ, საქართველოს პრეზიდენტი ხალხს მიმართავს ამერიკიდან, რომლის ხილული ხელი გულმოდგინედ ცდილობს, საქართველოში კიდევ ერთხელ გააღვივოს ანტირუსული ელემენტები.
ჩვენ მიმდინარე მოვლენებს ძალიან დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით“, – განაცხადა პესკოვმა.