Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოდიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის გადასაცემ ბრიტანულ ტანკებზე - ისინი დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენები

დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის გადასაცემ ბრიტანულ ტანკებზე – ისინი დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენები

კრემლის განცხადებით, ტანკები, რომლის გაგზავნასაც გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის აპირებს, დაიწვება.

„ისინი უკრაინას თავიანთი ანტირუსული მიზნების მიღწევის საშუალებად იყენებენ. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან თანამედროვე იარაღის ახალი პარტიების უკრაინისთვის მიწოდება ადგილზე ვითარებას არ შეცვლის.

შეგახსენებთ, შაბათს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები